„ბორბალოში“ ახლა ჯარიმის 6 თვეზე განაწილება შეგიძლიათ!

„მერე“ და „ბორბალო“ დაპარტნიორდნენ. ახლა უკვე შეგიძლიათ ჯარიმები და სხვა სერვისები 6 თვეზე, ეფექტურ 0%-ად გადაანაწილოთ. დღეს იხდით 0 ლარს და მარტივად ინარჩუნებთ 20%-იან ფასდაკლებას!
EYE
„ბორბალოში“ ახლა ჯარიმის 6 თვეზე განაწილება შეგიძლიათ!
გაანაწილეთ ჯარიმები „ბორბალოში“ 6 თვეზე, ეფექტურ 0%-ად.

ჯარიმების გადახდა არავის უყვარს, მით უმეტეს, როცა ეს ყველაზე შეუფერებელ მომენტში გვიწევს. თუმცა, დღეიდან „ბორბალოს“ მომხმარებლებისთვის ეს სტრესი წარსულს ბარდება — გაუთვალისწინებელი ხარჯების მართვა ახლა უკვე მარტივად და უფასოდ შეგიძლიათ!

პირველად საქართველოში, „ბორბალოსა“ და „Silk Bank“-ის ახალი ბარათის, „მერეს“ პარტნიორობა ზუსტად ამის საშუალებას გაძლევთ — ახლა უკვე შეგიძლიათ საავტომობილო ხარჯები მარტივად მართოთ და ჯიბე ზედმეტი ტვირთისგან გაითავისუფლოთ.

როგორ მუშაობს ახალი ფუნქცია?

პროცესი ძალიან მარტივია: „ბორბალოს“ აპლიკაციაში გადახდის მეთოდებში უბრალოდ ამატებთ „მერე“ ბარათს და ნებისმიერი ჯარიმის თუ მომსახურების გადახდისას, საფასური ავტომატურად 6 თანაბარ ნაწილად იყოფა.

რაც მთავარია, თანხის განაწილება ეფექტურ 0%-ად ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბორბალოში“ ეს მომსახურება სრულიად უფასოა1 და თუ თანხას 6 თვეში დაფარავთ, არანაირი დამატებითი საკომისიოს გადახდა არ გიწევთ.

შენიშვნა: ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ „სრული" გეგმის გამომწერებისთვის.

შეინარჩუნე ფასდაკლება მაშინაც კი, თუ ახლა ფული არ გაქვს

ყველა მძღოლმა იცის, რომ ვიდეოჯარიმის გამოწერიდან პირველი 10 დღის განმავლობაში გადახდისას 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. აქამდე, თუ ეს თანხა ხელზე არ გქონდათ, ფასდაკლების ვადა უბრალოდ გადიოდა და მოგვიანებით სრული საფასურის გადახდა გიწევდათ.

„მერეს“ დახმარებით, ეს პრობლემა წარსულს ბარდება. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

ფაქტობრივად, თქვენ ინარჩუნებთ ფასდაკლებას და ზოგავთ ფულს ისე, რომ კონკრეტულ მომენტში ბიუჯეტის მობილიზება საერთოდ არ გჭირდებათ. რა თქმა უნდა, განაწილების ფუნქცია მუშაობს ფასდაკლების გარეშე დარჩენილ ჯარიმებზეც.

მხოლოდ ჯარიმები?

არა! თქვენ შეგიძლიათ 6 თვეზე გადაანაწილოთ არა მხოლოდ ნებისმიერი ოდენობის ჯარიმა, არამედ „ბორბალოს“ აპლიკაციაში ხელმისაწვდომი სხვადასხვა სერვისი, მათ შორის პარკირების საშვი და ჩვენი სხვა ნებისმიერი მომსახურება.

როგორ ვისარგებლო ამ შეთავაზებით?

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ბარათი „მერე“, პროცესი ძალიან სწრაფია:

  1. გადმოწერეთ Silk Bank↗-ის მობაილბანკი.
  2. გაიარეთ რეგისტრაცია ნებისმიერი ბანკის ანგარიშით და აიღეთ ბარათი „მერე“ ზუსტად 2 წუთში.
  3. აქვე შეამოწმეთ და დაიმტკიცეთ ლიმიტი2.
  4. შედით „ბორბალოს“ აპლიკაციაში.
  5. დაამატეთ „მერე“ გადახდის მეთოდებში და გადაიხადეთ სასურველი სერვისი.
გადახდის განაწილება ბორბალოს აპლიკაციაში სილქ ბანკის ბარათი მერეს მეშვეობით.
გადახდის განაწილება ბორბალოს აპლიკაციაში სილქ ბანკის ბარათი მერეს მეშვეობით.

ბევრი აღარ ინერვიულოთ გაძვირებულ ჯარიმებზე! დაფარეთ ისინი დღესვე, ზედმეტი დანახარჯების გარეშე და იმგზავრეთ მშვიდად იმის იმედით, რომ ჯარიმების გაუთვალისწინებელი ხარჯები თქვენს ბიუჯეტს აღარ დააზარალებს.


  1. ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ „სრული“ გეგმის გამომწერებისთვის.
  2. ლიმიტის შემოწმება შესაძლებელია↗ რეგისტრაციის გარეშეც.

ავტორი

დიმიტრი ამირეჯიბი

მულტიმედია პროდიუსერი